ნებისმიერი მზარულობის მოყვარული დამეთანხმება, რომ ქოქოსის ზეთი შუცვლელი პროდუქტია. ზოგს მხოლოდ სურნელება მოსწონს და ცოტამ თუ იცის მისი მაგიური ექსტრაქტის შესახებ. ამ პოსტში შევეცდები იმ ძირითადად თვისებებზე გესაუბროთ, რომელიც ქოქოსის ზეთს უნიკალურს ხდის. 👌
ეს არის ორგანული ზეთი, რომლის გამოყენება შეგვიძლია როგორც სალათებზე 🥗🍳მოსასხმელად, შესაწვავად, ასევე ნამცხვრებში კარაქის შემცვლელად🥞🎂🍰 (დამერწმუნეთ ბევრად გემრიელი და ჯანსაღი გამოდის).
იცოდით, რომ 1 კოვზ ქოქოსის ზეთს ყავაშიც ურევენ? 🕵️♀️☕😲
მისგან აკეთებენ ქოქოსის კარაქსაც და ბავშების საყვარელ კარაქად ითვლება. ეს ეხმარება მათ რომ საჭირო რაოდენობის ჯანსაღი ცხიმი მიიღონ და ტვინის გამართულად მუშაობასაც უწყობს ხელს.👶
მას ისე ვიღებთ საკვებად როგორც ცხიმს, თუმცა ორგანიზმში ცხიმად არ რჩება და ენერგიად გარდაიქმნება. ⚡🏃♂️🏃♀️
ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს წონის შედარებით სწრაფად კლებას.
ჰორმონების წარმოქმნას უწყობს ხელს.
რეგულარულად გამოყენება უკეთესი ძილის საწინდარია.😴
საკვების გარდა თავის მოვლისთვისაც შესანიშნავი პროდუქტია. მას ისვამენ ტანზე რეგულარულად ცელულიტებისაგან გასათავისუფლებლად. 😁👍
ასევე მზისგან დასაცავ ლოსიონად. სახის ნიღბად. 🌞👒
თუ შევურევთ მას სოდასთან ერთად, ვნახავთ თუ როგორ ათეთრებს კბილებს.🤩
ამზადებენ თმის ნიღაბსაც მის დასარბილებლად და სწრაფი ზრდისთვის.😇😇😇
არსებობს დამამტკიცებელი საბუთებიც რომ ქოქოსის ზეთი დეპრესიას, წუხილსა და შფოთვასაც კურნავს. 😊😊😊
Comentários