ჯანსაღი ცხოვრების წესი ძველი სპარტიდან იღებს სათავეს და დღემდე აქტუალურია ჩვენს ცხოვრებასა და საზოგადოებაში. ოდითგანვე სწამდათ სპარტელებს, რომ ფიზიკური სიჯანსაღე მათ დადებით თვისებებსაც უყალიბებდათ, შესაბამისად შვილებს ბავშობიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესით ზრდიდნენ. სწორედ ამიტომ იყო მათი დევიზი: ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია''. 💪
ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების დებულებები და მათ შორისაა: ,,დიეტა, რეჟიმი და ვარჯიში მნიშვნელოვანი პროფილაქტიკაა, რომ არ განვითარდეს დაავადება''. 👈👈👈
ასევე ჰიპოკრატეს გამონათქვამია: ,,როგორც მტვერი გამოდის ნაჭრიდან, ისე ასუფთავებს ჩვენს ორგანიზმს ვარჯიში''.
დღესდღეობით ჩვენ ბევრად მეტი საშუალება გვაქვს იმისა რომ ჯანსაღი ცხოვრეების წესით ვიცხოვროთ. შეგვიძლია სპორტდარბაზებს ვესტუმროთ, ვიაროთ პარკებში სავარჯიშოდ, გავაკეთოთ სწორი ვარჯიშები სახლის პირობებში, თუმცა ვარჯიში სწორი კვების გარეშე არაფერია.
ჯანსაღი კვება არ ნიშნავს მკაცრ დიეტებსა და შიმშილს. სწორი კვება გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას რამდენჯერმე დღეში, მცირე ულუფებით. ისმის კითხვა, რომელია ეს ჯანსაღი საკვები, რა მივირთვათ?
ექიმები გვირჩევენ, რომ დიდი რაოდენობით მივიღოთ მწვანე ფერის ბოსტნეული, ხილი, ბალახეული. 🥝🍏🥑🥒🥦☘ისინი ხელს უწყობენ საკვების უკეთ მონელებასა და ნივთიერებათა ცვლას, ასევე დაბალკალორიულია.
დღის კვების რაციონი
საუზმე- ძალიან კარგია თუ მიირთმევთ ფაფას🥣. თხელ ბლინებს ან ამერიკულ ბლინებს 🥞 და აუცილებლად 1 ცალ მოხარშულ კვერცხს 🥚, რადგან საუზმეზე მიღებული კვერცხი ეხმარება ტვინს მთელი დღე სწორად აზროვნებაში. არ გირჩევთ დილით, უზმოზე მხოლოდ ყავის დალევას, რადგან გულისთვის ძალიან საშიშია. ასევე უნდა შეეცადოთ გამოიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები ზეთი და მიირთვათ ნაკლებად შემწვარი საკვები. ეს არ ეხება მხოლოდ საუზმეს, თქვენი კვების რაციონი უნდა შედგებოდეს ნაკლებად ცხიმიანი საჭელებისაგან.
ლანჩი- მიირთვით მწვანე ვაშლი 🍏 , კიტრის და პომიდვრის სალათი🥗 , კომბოსტოს სალათი და ბროკოლი🥦 , სენდვიჩი 🥪, სტაფილო და ჭარხალი🥕. ანუ მიირთვით რაც შეიძლება მსუბუქად.
სადილი- უნდა მიირთვათ შედარებით ნოყიერად. არჩევანი შეაჩერეთ ქათმის სალათზე, მწვანე ბარდაზე, მწვანე ლობიოზე, წვნიანებზე, თევზისა და ქათმის ხორცზე🐟🍗. ხორცი აუცილებელია ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ცილების შენარჩუნებისთვის.
ვახშამი-არ დაუჯეროთ ვინც ამბობს, რომ 6 საათის შემდეგ ჭამა ასუქებს და არ უნდა ვჭამოთ. აუცილებელია დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მსუბუქად წახემსება. ვახშმისთვის მე გირჩევთ დალიოთ თბილი რძე🥛, მიირთვათ გრეჩიხა ან ბრინჯი🍚. ბრინჯი წინასწარ სამჯერ უნდა გარეცხოთ წყლით🚰,თბილ წყალში გააჩეროთ ნახევარი საათით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხარშოთ. ამით ის დიდი რაოდენობით სახამებლისგან გათავისუფლდება და წონასაც არ მოგამატებთ. შეგიძლიათ მიაყოლოთ ასევე ხაჭო ან მაწონი და ჩაი🍵.
თუ სწორ კვებას აირჩევთ უნდა გამორიცხოთ ყველანაირი ტკბილეული🚫👉 🍦🎂🍰🍭🍩. ერთადერთი შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე დაბალკაროლიული ტკბილეული-ზეფირი, თუმცა იშვიათად. უნდა ამოიღოთ რაციონიდან ასევე ცომეულობა, მხოლოდ 2-3 ნაჭერი შავი პურის🍞 მიღება ყოველდღე სადილად, თუმცა უმჯობესია პური იყოს წინა დღის და არა ახალგამომცხვარი. არაა მიზანშეწონილი ისეთი საკვების მიღება რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. ასეთია მაგალითად კარტოფილი🥔🍠🍟.
არაა რეკომენდირებული ასევე შემწვარი საკვები და ისეთი ხილის მიღება საღამოობით როგორიცაა ნესვი და საზამთრო 🍈🍉.
იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებას 🏃❤
Comentários