🤗ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც სამზარულოში ფუსფუსის დროს გჭირდებათ და რომელიც ძალიან გამოსადეგარია. მაშ დავიწყოთ:
1. კვერცხის ნაჭუჭი მოხარშვამდე ჭიკარტით გახვრიტეთ ცოტათი. მოხარშვის შემდეგ მისი გაფრცქვნა მარტივი იქნება.🥚
2. თუ ცომის გაბრტყელება გინდა და სამწუხაროდ სპეციალური გაამაბრტყელებელი უხლო არ გაქვს, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო შუშის ბოთლი.
3. წინა დღის პიცა შემოგრჩა? იმისათვის რომ იგივე გემო ჰქონდეს რაც ცხელ-ცხელსა და სულ ახალს აქვს, გააცხელე ტაფაზე და არა გაზქურაში.🍕🍕🍕
4. ნუტელა თუ გაგითავდა, ჩაასხი მასში ცოტაოდენი ცხელი რძე და უგემრიელეს ცხელ შოკოლადს მიიღებ.☕
5. შეურიე არაჟანი, მაგრად მოხარშული კვერცხის გული, ცოტაოდენი მდოგვი და მიღებული ჯანსაღი სოუსი აუცილებლად შეგიცვლის მაიონეზს.
6. მოათავსე კარტოფილები ვაშლებთან ახლოს და ის ყვავილებს და ფესვებს არ გამოიღებს.🍎🍏+🥔=👍
7. გამოიყენე ალუმინის ფოლგა და მიეცი ნამცხვარს ისეთი ფორმა როგორიც გსურს.
8. ანანასი ყოველთვის უნდა იყოს მოთავსებული ყუნწით ზემოთ. ასე ის უფრო ტკბილი იქნება და ადვილად დასაჭრელი.🍍🍍🍍
9. ლიმონი რომ არ გაგიფუჭდეთ მაცივარში, სათითაოდ შეინახეთ ცელოფნის პარკებით 🍋🍋
10. თუ გინდათ რომ კერკეტი კაკალი კარგად გაარჩიოთ, გააცხელეთ ორთქლზე, შემდეგ ძალიან მარტივია ლებნების ამოღება.
იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს ხრიკები და შეგიძლიად კომენტარად დატოვოთ თქვენ რას დაამატებდით ჩამონათვალს ☺
Comments