top of page

თქვენ გჭირდებათ:

ფალაფელი

83176940_480440849565798_704286004310389

თქვენ გჭირდებათ:

  • მუხუდო 200 გრ

  • ხახვი 1 თავი

  • ნიორი - 2 კბილი

  • ქინძი გატარებული

  • ძირას სუნელი

  • მარილი– 1 ჩ. კ

  • შავი პილპილი 

  • წითელი პილპილი

  • ფქვილი 3 კოვზი

მომზადების წესი:

1. მუხუდოს წინა დღით ჩავალბობთ წყალში, უნდა გავაჩეროთ დაახლოებით 12 სთ

2. მეორე დღეს გადავწურავთ და დავაბლენდერებთ, ჩავამატებთ დაჭრილ ხახვს, ნიორს, სუნელებს, მარილს, პილპილს

3. გადმოვიტანთ ბლენდერიდან და ავურევთ ფქვილს

4. გავაჩერებთ მაცივარში დაახლოებით 30 წთ

5. შემდეგ გავაკეთებთ პატარა ბურთებს და შევწვავთ ძალიან ბევრ ზეთში ან კატლეტის ფორმას მივცემთ და შევწვავთ ტაფაზე, ცოტა ზეთი

6. შეგიძლიათ მიირთვათ ჰუმუსსთან ერთად

7. ჰუმუსის რეცეპტისთვის დააჭირეთ აქ 

tahini.jpg
შეგვიფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page