top of page
ხაჭოს ნამცხვარი
თქვენ გჭირდებათ
ქვედა ფენა:
-
250 გრ ფქვილი
-
0,5 ჩ/კ სოდა
-
2 კვერცხი
-
40 გრ შაქარი
-
125 გრ კარაქი
ზედა ფენა:
-
500 გრ ხაჭო ნაკლებცხიმიანი
-
80 გრ შაქარი
-
1 ვანილი
-
2 კვერცხი
-
50 გრ კარაქი
-
40 გრ ფქვილი
-
ხილი
მომზადების წესი
-
ჯერ უნდა მოვამზადოთ ქვედა ფენა. ამისთვის ავურიოთ ფქვილი, სოდა, კვერცხი, შაქარი და გამდნარი კარაქი. მიღებული მასა საცხობი ფორმის ძირში გადავიტანოთ
-
შემდეგ ვამზადებთ ხაჭოს მასას, ანუ ზედა ფენას. დავაბლენდეროთ ან ხელით ავურიოთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, კვერცხი, გამდნარი კარაქი და ფქვილი, ხილი. დავამატებთ ამ მიღებულ მასას არსებულ ქვედა ფენას და გამოვაცხობთ 50 წუთი, 200 გრადუსზე
-
როდესაც მზად იქნება, დავაცდით გაციებას და მოვრთავთ შესაბამისი ხილით