ქათამი ტაილანდურად
თქვენ გჭირდებათ:
-
ქათამი–500გ
-
ბულგარული წითელი– 1 დიდი ან 2 საშუალო
-
ბულგარული მწვანე – 1 დიდი ან 2 საშუალო
-
ხახვი– 1ც
-
ნიორი– 2კბილი
-
სტაფილო– 1ც
-
კომბოსტო– ¼
-
სოიოს სოუსი – 3 ს/კ
-
პამიდვრის წვენი – 2 ს/კ
-
ზეითუნის ზეთი –3ს/კ
-
შავი წიწაკა და მარილი –გემოვნებით.
მომზადების წესი:
-
ქათმის ფილე დავჭრათ ზოლებად , შევწვათ ზეთზე სანამ გვერდზებზე არ შეიწვება.
-
ქვაბიდან სხვა ჯამში გადავდოთ ქათმის ხორცი. თუ დარჩა წვენი ისიც სხვა ჯამში მოვათავსოთ.
-
ბულგარული, სტაფილო, კომბოსტო დავჭრათ ზოლებად, ხახვი– რგოლებად. ბოსტნეული შევწვათ იგივე ქვაბში რაშიც ქათამი დაახლოებბით 5–7 წუთი.
-
სოუსისთვის; წვრილად დაჭრილი ნიორი, სოიოს სოუსი, შავი წიწაკა და ტომატის წვენი გავურიოთ ერთმანეთში.
-
შემწვარ ბოსტნეულს დავუმატოთ სოუსი, ქათამი, და თავისი დარჩენილი წვენი. წვენი თუ არ დარჩა შეგიძლიათ დაუმატოთ 3ს/კ წყალი.
-
ქათამი და ბოსტნეული დავტოვოთ ნელ ცეცხლზე და ადუღებიდან 10–12 წუთის შემდეგ მზადაა.