სოკოს გულიაში
თქვენ გჭირდებათ
-
300 გრ ქამა სოკო
-
1 თავი პატისონი
-
1 თავი ხახვი
-
3 საშუალო ზომის პომიდორი
-
2 კოვზი ტომატი
-
1 ცალი კვერცხი
-
1 მწვანე ბუგარული
-
წითელი და შავი პილპილი
-
მარილი
მომზადების წესი
-
ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი ცოტა შაქართან ერთად
-
როცა გაყავისფრდება დავუმატოთ 1 ცალი დაჭრილი მწვანე ბულგარული
-
ასევე დაჭრილი პატისონი
-
დაახლოებით 5 წუთი ვაცადოთ
-
იქამდე სოკო მოვხარშოთ მარილიან წყალში, 5-10 წუთი საკმარისია, გადავუწუროთ წყალი და 1 ჭიქა ბულიონი შევინახოთ.
-
ტაფაზე მომწვარი ბოსტნეული გადმოვიტანოთ ქვაბში, მოვასხათ ცოტა ზეთი
-
პამიდორს კანი გავაცალოთ და ისაც ჩავუმატოთ დაჭრილი ქვაბში, ტომატიც დავამატოთ და ბულიონის წვენი ჩავასხათ, 3-4 წუთში კი ვამატებთ სოკოს.
-
შედეგად უკვე მივიღებთ წვნიანს, გულიაშს, თუმცა დაუსრულებელს
-
მარილი, წითელი და შავი წიწაკა მოვაყაროთ და საბოლოოდ კვერცხს ჩავახლით.
-
დაველოდოთ სანამ ამოდუღდება და გადმოვდგათ გაზიდან.