top of page

ბრინჯი ჩინურად 

94128075_1794124514063671_37218341984581

თქვენ გჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ბრინჯი

  • 200 გრამი სოკო

  • 1 ჭიქა თეთრი ღვინო

  • 2 ცალი კვერცხი

  • სოიოს სოუსი

  • ხახვი

მომზადების წესი:

1. ბრინჯი გავრეცხოთ და 2 ჭიქა წყალში მოვხარშოთ, თავი მოვხადოთ და გვქონდეს გაჩერებული სანამ წყალი ბოლომდე არ ჩაიშრობს
2. კვერცხი დავახალოთ ზეთოან ტაფაზე და დავიწყოთ მორევა, რომ მივიღოთ აფხვიერებული მასა.
3. ამის პარალალურად, ხახვი მოვწვათ ტაფაზე და ჩავამატოთ სოკო, მოვშუშოთ ღვინოში
4. ბრინჯი, კვერცხი და სოკო ერთ ტაფაზე გადავიტანოთ, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი, ბრინჯი ცოტა უნდა მოვწვათ, მოვასხათ სოიოს სოუსი და გავაგრძელოთ მორევა რამდენიმე წუთი
5. მოვაყაროთ მწვანე ხახვი ან შეგვიძლია ტაფაზევე ჩავამატოთ

შეგვიფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონა ნორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page