top of page

ჟოლოს ტორტი

QOZK6014.JPG

თქვენ გჭირდებათ:

  • კვერცხი– 6 ც

  • შაქარი– 6 ს.კ

  • ფქვილი– 6 ს.კ

  • გამაფხვიერებელი–  1  ჩ.კ

  • სოდა– 1/2  ჩ.კ

  • ჟოლო– 300 გ

კრემისთვის: 

  • რძე– 0,5 ლ

  • კვერცხის გული– 2 ც

  • შაქარი–  200 გ ( 1 ჭიქაზე ოდნავ ნაკლები)

  • ფქვილი– 4 ს/კ

  • ნაღების კარაქი– 100 გ

  • ვანილი– 1 პაკეტი

მომზადების წესი: 

1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ 6–7 წუთის განმავლობაში, თანდათანობით დავუმატოთ შაქრის ნახევარი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან ერთგვაროვანი, თეთრი მასის მიღებამდე და დავუმატოთ ცილას.

ფქვილი წინასწარ გავცრათ, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, სოდა. თანდათან დავუმატოთ კვერცხის მასას და ავურიოთ.

ტაფაში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი და ჩავასხათ მიღებული მასა.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში  C-ზე. ( ღუმელი წინასწარ გააცხელეთ.) ბისკვიტი გავაციოთ და გავყოთ 2 ფენად.

2. კრემის მოსამზადებლად შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში.

კვერცხი და რძე გავაერთიანოთ და კარგად მოვურიოთ.

მშრალ მასას ნელ–ნელა დავუმატოთ კვერცხი და რძე, მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ბოლოს ჩვენი კრემი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ადუღებიდან 10 წუთის შემდეგ გადავიტანოთ ჯამში გასაციებლად. არ დაგავიწყდეთ, მოურიეთ კრემს შეუჩერებლად ადუღებამდე.

გაცივებულ კრემს მიქსერით შეურიეთ 100 გ ათქვეფილი კარაქი და დაუმატეთ ვანილი.

3. ბისკვიტის პირველი ფენა შეგიძლიათ დანამოთ ჟოლოს მურაბის წვენით ან უბრალოდ სიროფით.

ბისკვიტს წავუსვათ კრემის ნახევარი, დავაწყოთ ჟოლო და ცოტა მოვიტოვოთ გასაფორმებლად.

ზემოდან დავადოთ მეორე ფენა ბისკვიტი, წავუსვათ ისევ კრემი ირგვლივ ყველგან და დარჩენილი ჟოლო ლამაზად გავანაწილოთ.

TVCA3937.JPG
შეაფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეაფასეთ რეცეპტი
bottom of page