top of page

კესადილია

kisspng-quesadilla-taco-fast-food-mexica

თქვენ გჭირდებათ

  • ტორტილას რამდენიმე ფირფიტა, რომლის რეცეპტიც შეგიძლიათ ნახოთ აქ

  • ხახვი 1 თავი

  • ნიორი რამდენიმე კბილი

  • ქათმის ფილე

  • ტკბილ-ცხარე სოუსი

  • წითელი და მწვანე ბულგარული

  • წითელი წიწაკა

  • ავოკადო

  • პომიდორი და კიტრი

  • სალათის ფურცლები

  • სხვადასხვა მწვანილები

  • დაკონსერვებული სიმინდი

მომზადების წესი

1. ტაფაზე მოვწვათ 🧄 ნიორი, ხახვი
🌶 წითელი და მწვანე ბულგარული, ქათმის ფილე წიანსწარ დავამარინადოთ ტკბილ-ცხარე სოუსში, მარილით, პილპილით, გავაჩეროთ დაახლოებით 30 წთ და ისაც შევწვათ იმავე ტაფაზე.
2. 🌽 ჩავამატოთ დაკონსერვებული სიმინდი. მოვახეხოთ ყველი.
3. 🥗 სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ნაზი სალათით:
4. 🥑 ავოკადო დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი და კიტრი, ხახვი, სალათის ფურცლები, სასურველი მწვანილები, მოვაყაროთ ყველი

5. როგორც კი ტორტილა გაცივდება და შიგთავსსაც გავამზადებთ, დავდოთ ისევ ძალიან დაბალ ცეცხლზე ტორტილა ცალი მხრიდან, დავადოთ შიგთავსი, ყველი მოვახეხოთ რომ გაიწელოს და დავადოთ მეორე ტორტილა. ცოტა ხანში გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს, ოღონდ ფრთხილად, შიგთავსი არ გადმოგვიცვივდეს.
6. გამზადებული გავჭრათ 4 ნაწილად ან მივცეთ სასურველი ფორმა

შეგვიფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page