პრაღა
მომზადების წესი:
თქვენ გჭირდებათ:
-
ბისკვიტი
3 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
1/2 ქილა მოხარშული სგუშონი
200 გრ. არაჟანი
300 გრ. ფქვილი
1 ჩ/კ სოდა
1 ვანილი
2 ჩ/კ კაკაო
-
კრემი
200 გრ კარაქი
მორჩენილი მოხარშული სგუშონი
1 ს/კ კაკაო
წვრილად დაჭრილი ნიგოზი
-
მინანქარი
100 გრ კარაქი
5 ს/კ კაკაო
5 ს/კ შაქარი
5 ს/კ რძე
1. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ სგუშონი შემდეგ კი არაჟანი, გავაგრძელოთ თქვეფა.
2. ცალკე შევურიოთ ერთმანეთს დანარჩენი, მშრალი ინგრედიენტები და გავაერთიანოთ ორივე მასა
-
🔥 ვაცხობთ: 150 გრადუსზე, ქვედა წვით, საცხობის დიამეტრი 25 სმ
3. ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი ავთქვიფოთ, შემდეგ ნელნელა შევათქვიფოთ მოხარშული სგუშონი, კაკაო და წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
4. როცა ბისკვიტი მზად იქნება, ბოლომდე გააცივეთ, გაჭერით სამ ნაწილად და წაუსვით კრემი, შედგით მაცივარში.
5. მესამე ეტაპი-მინანქარი:
კარაქი, კაკაო, შაქარი, რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ. შემდეგ გავაციოთ ცოტათი და მოვასხათ ჩვენს ნამცხვარს