top of page
პატისონის სალათი
თქვენ გჭირდებათ
-
1 ცალი მოზრდილი პატისონი
-
2 კბილი ნიორი
-
1 კბილი ხახვი
-
3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
-
პომიდორი 7 ცალი
-
მარილი
-
პილპილი
-
რეჰანის ფოთლები
-
სასურველი მწვანილი
მომზადების წესი
-
ვშუშავთ ნიორს და ხახვს ერთად, ზეთში
-
როგორც კი შეყავისფრდებიან ვამატებთ პატარა კუბიკებად დაჭრილ პატისონს
-
დაახლოებით 10 წუთი დავტოვებთ საშუალო ცეცხლზე
-
შემდეგ ჩავუმატებთ პომიდვრის ფაფას, კანგაცლილ პომიდორებს გავხეხავთ ან დავჭლეტთ რომ მივიღოთ ფაფისებრი მასა.
-
ამ მასას ვუმატებთ 1 ჭიქა წყალს, რეჰანის ფოთლებს, მარილს, პილპილს შავს
-
დავაცდით სანამ წამოდუღდება, დაახლოებით 10 წუთი ვშუშავთ.
-
ბოლოს ვუმატებთ კუბიკებად დაჭრილს მოხარშულ კარტოფილს
-
საბოლოოდ ვიღებთ ძალიან ჯანსაღ და ვიტამინებით გაჯერებულ კერძს, რომელსაც შეგვიძლია სასურველი მწვანილები მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.
bottom of page