top of page

ბლინის ტორტი

IMG_2417.JPG

მომზადების წესი:

თქვენ გჭირდებათ:

  • ფქვილი– 2 ჭიქა

  • კაკაო– 2 ს.კ

  • რძე– 2 ჭიქა

  • ზეთი– 3 ს.კ

  • კვერცხი– 2ცალი

  • შაქარი– 5 ს.კ

  •  

  • კრემი:

  • კარაქი–150 გ

  • არაჟანი– 1 ჭიქა

  • კარაქი– 150 გ

  • შესქელებული რძე– ½ ქილა

  • ვანილი– 1 შეკვრა

  •  

  • მინანქარი:

  • კაკაო– 3 ს.კ

  • შაქარი– 3 ს.კ

  • კარაქი– 50 გ

  • რძე ან წყალი– 3 ს.კ

1. კვერცხი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ზეთი, რძე, კაკაო და ფქვილი. მიღებული მასით გამოვაცხოთ ბლინები და გავაგრილოთ.

​

2. კრემისთვის დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე ავთქვიფოთ. დავუმატოთ არაჟანი და ვანილი.

ბლინის თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი.

​

3. მინანქრისთვის: კაკაო, შაქარი და რძე დავდგათ ნელ ცეცხლზე, დავუმატოთ კარაქი და ადუღებამდე ვურიოთ.

​

4. გაციებული მინანქარი მოვასხათ ბლინის ტორტს და შევდგათ მაცივარში 2–3 საათით.

შეგვაფასეთძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვაფასეთ
bottom of page