ფორთოხლის ტარტი
მომზადების წესი:
თქვენ გჭირდებათ:
-
ცომისთვის:
150 გრ. მარგარინი ან კარაქი
100 გრ. შაქარი
250 გრ. ფქვილი
ვანილი
1 ცალი კვერცხის გული
4 ს/კ ცივი წყალი -
კრემისთვის დაგჭირდება:
ნახევარი ლიტრი რძე ან წყალი
3 ს/კ ფქვილი
4 ს/კ შაქარი
ვანილი -
კინაღამ დამავიწყდა, ასევე 1 ცალი ფორთოხალი
1. ცომის მშრალ ინგრედიენტებს ავურევთ ერთმანეთში, დავახეხავთ ზედ კარაქს ან მარგარინს და დავუმატებთ წყალში არეულ კვერცხის გულს.
2. მოვზელთ ფხვიერ ცომს, მივცემთ მრგვალ ფორმას და შევინახავთ მაცივარში 30 წთ
3. კრემის ინგრედიენტებისგან გავაკეთებთ მოხარშულ კრემს, დავაფარებთ ცელოფანს და გავაციებთ
4. ამასობაში მაცივრიდან ცომს გამოვიღებთ, გავაბრტყელებთ და ტარტის სპეციალურ საცხობ ჭურჭელზე მოვათავსებთ.
5. გამოვაცხობთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს
6. შემდეგ გავაციებთ, წავუსვამთკრემს და მოვალაგებთ ფორთოხლებს