top of page

ნაპოლეონი

52320294_242657970010755_993400861545725

თქვენ გჭირდებათ:

ცომი

  • 2 კვერცხი

  • 1,5 ს/კ ძმარი

  • მწიკვი მარილი

  • 220 მლ ცივი წყალი

  • 800 გრ ფქვილი

  • 600 გრ კარაქი

კრემი​სთვის ვიყენებთ მოხარშულ კრემს

მომზადების წესი:

ცომის მომზადება

  1. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, ჩავუმატოთ მარილი, ძმარი და ბოლოს ცივი წყალი. კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში

  2. სახეხის გამოყენებით, მაცივრიდან ახალი გამოღებული კარაქი დავახეხოთ ფქვილს.

  3. გავაკეთოთ წრესავით მრგვლად ფქვილისა და მასზე ზემოდან მოყრილი კარაქით და შუა ნაწილი დავტოვოთ შედარებით დაბალი, სადაც მოვათავსებთ მაცივარში შედგმულ კვერცხის, წყლის და ძმრის ნარევს. არ გადმოგექცათ შუაგულიდან. ავურიოთ ესენი კარგად ისე რომ რამდენიმე წუთში მივიღოთ ცომის მასა. კარგად ავვაგუნდაოთ, გავაკეთოთ ოთხკუთხედის ფორმის ცომი, გადავახვიოთ ზემოდან ცელოფანი და შევდგათ მაცივარში. მე ვინახავ დაახლოებით 12 საათს. (წინა ღამით ვაკეთებ ცომს)

კრემის მომზადება

  1. დავდგათ დაბალ ცეცხლზე ქვაბით რძე და შაქარი. ვურიოთ სანამ ბოლომდე გაიხსნება შაქარი.

  2. გავაკეთოთ კვერცხის, ფქვილის მიქსი (მიქსერით) და ჩავამატოთ მიღებული მასა ცეცხლზე დადგმულ ქვაბს და ისევ გავაგრძელოთ მორევა, სანამ საკმაოდ სქელ მასას არ მივიღებთ. 

  3. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ვანილი და კარაქი.

  4. თავზე ძალიან კარგად დავაფაროთ ცელოფანი ჩვენს კრემს, ისე რო ჰაერი არ შესდიოდეს და დავდოთ გასაციებლად. 

  • სანამ ჩვენი კრემი ცივდება გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი. დავჭრათ 2 ტოლ და 1 პატარა ნაწილად.

  • კარგად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ფქვილ წასმულ ჟარონაზე და თითოეული ვაცხოთ 20-22 წუთი, (შედარებით პატარა ცომისგან რომელიცაა, ის 25 წუთით) წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე. 

  • გასათვალისწინებელია, რომ ჟარონაზე მოთავსების შემდეგ, ცომები უნდა დავჩხვლიტოთ დანით, რომ თანაბრად გამოცხვეს.

  • როგორ მივხვდეთ გამოცხვა თუ არა? დათქმული დროის გასვლის შემდეგ, გამოაღეთ ღუმელი და ძირიდან დანის დახმარებით აწიეთ ფირფიტა შუა ნაწილიდან. თუ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აიწია (არც ოდნავ გადატყდა და ა.შ) ე.ი. მზადაა. 

  • 2 ცალი დიდი ფირფიტა მივიღეთ და 1 შედარებით პატარა

  • დიდი ფირფიტებიც გავჭრათ 2-2 ნაწილად და შედეგად გვეექნება 4. თითოეული დავკრემოთ და დავადოთ შემდეგი ფენა. ოთხივე ფენას რო დავკრემავთ, პატარა ფირფიტა დავფშვნათ, მოვაყაროთ ნამცხვარს ზემოდანაც და გვერდებზეც.

  • დააცადეთ ნამცხვარს რამდენიმე საათი რომ კრემი კარგად გაუჯდეს და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

შეგვიფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page