top of page

ლაზანია

ლაზანია.jpg

თქვენ გჭირდებათ:

​ბეშამელის სოუსი:

  • უმარილო კარაქი100 გრ

  • ფქვილი 100 გრ

  • წიწაკა

  • რძე 1 ლიტრი

  • მწიკვი მარილი

  • მუსკატის კაკალი 1/3

  • პარმეზანი 100 გრ          

რაგუ:

  • ზეითუნის ზეთი

  • ძროხის ხორცი 500 გრ

  • დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი

  • ხახვი 1 თავი

  • ტომატის წვენი ან პომიდორი

  • ღვინო      

მომზადების წესი:

პირველ რიგში ვამზადებთ რაგუს:

  1. ქვაბში ზეთი მოვასხათ და მოვშუშოთ ხორცი. დავამატოთ ხელით დაჭყლეტილი დაფნის ფოთლები, კარგად მოვწვათ დაჭრილ ხახვთან ერთად. ხახვი არ უნდა დაიწვას.

  2. დასასხათ სასმელი ღვინო, შუა დონემდე გავაჩეროთ. 

  3. პომიდვრები კანგაცლილი დავჭრათ და ჩავუმატოთ ქვაბში. გაზს ჩავუწიოთ და ვათუხთუხოთ სანამ კარგად არ მომზადდება რაგუ, დაახლოებით 40 წთ. 

  4. რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს მარილი და წითელი წიწაკა

ლაზანიას ფირფიტები 250 გრ

ყველი მოცარელა

სულგუნი/პარმეზანი

ბეშამელის სოუსი:

  1. კარაქი გავადნოთ ტაფაზე, ჩავუმატოთ ფქვილი, ვურიოთ სანამ არ გაიხსნება.

  2. დავამატოთ 1 ლიტრი რძე, ცოტა მარილი, წიწაკა და მუსკატის კაკალი. წამოვადუღოთ და ჩვენი სოუსი მზადაა.

  3. გამზადებულ სოუსს ჩავამატოთ პარმეზანი. 

მესამე საფეხური ლაზანიას დასრულებაა

  1. შესაბამის ჭურჭელში დავასხათ რაგუ

  2. მოვალაგოთ ლაზანიას ფირფიტები

  3. მოვასხათ ბეშამელის სოუსი და შემდეგ მოვახეხოთ ყველი, პარმეზანი ან/და სულგუნი და დავადოთ მოცარეელა

  4. გავაკეთოთ ასე რამდენიმე ფენა

  5. შემდეგ შემოვაკრათ ფოლგა 

  6. გამოვაცხოთ 35-45 წთ, 180 C-ზე

  7. ბოლო 5 წუთი მოვაშოროთ ფოლგა და ისე დავასრულოთ გამოცხობა

შეგვიფასეთ რეცეპტისაერთოდ არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიაკარგიაძალიან მომეწონაშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page