კივის რულეტი
თქვენ გჭირდებათ:
-
130 გრამი ფქვილი
-
130 გრამი შაქარი
-
4 კვერცხი
-
2 ვანილი
-
1ს/კ გამაფხვიერებელი
-
მწიკვი მარილი
-
600 გრამი არაჟანი
-
3 შეკვრა ჟელატინი
-
100 გრ შაქრის პურდა
მომზადების წესი:
-
10 წუთი გათეთრებამდე მიქსერით ავურიოთ კვერცხი, შაქარი და მარილი
-
ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებლი და ნაზად დავუმატოთ გათეთრებულ მასას, ისე რომ მასა არ ჩავარდეს. დავუმატოთ ვანილი.
-
გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე და წინასწარ გაცხელებულ ქურაში გამოვაცხოთ 10 წუთი, 200 გრადუსზე
-
სამზარეულოს ტილო გავამზადოთ და მოვაყაროთ შაქარი. გამომცხვარი ბისკვიტი გადმოვიტანოთ ამ ტილოზე და ნაზად, ფრთხილად მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი.
-
მრგვლად გადავახვიოთ ბისკვიტი სამზარეულოს ტილოსთან ერთად. დავდოთ ბოლომდე გასაციებლად
-
სანამ გაცივდება მოვამზადოთ კრემი. შეგიძლია ნებისმიერი კრემი სცადოთ, ან არაჟანი, ჟელატინი, შაქრის პუდრა, ვანილი აურიოთ მიქსერით რამდენიმე წუთი და შედგაც მაცივარში გასაციებლად.
-
როცა გაცივდება ბისკვიტი, წავუსვათ შიგნიდან კრემი და დავალაგოთ კივები. ისევ ტილოთი მრგვლად გადავახვიოთ და მაცივარში შევდოთ ამჯერად
-
დაახლოებით 2 საათის შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და ზემოდანაც გადავუსვათ კრემი. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და სურვილისამებრ გავაფორმოთ 😋