არასტანდარტული კატლეტი და პიურე
თქვენ გჭირდებათ
7-8 ცალი კატლეტისთვის:
-
წიწიბურა 150 გრამი
-
ბრინჯი 150 გრამი
-
კარტოფილი 120 გრამი
-
ფქვილი 110 გრამი
-
კვერცხი 1 ცალი
-
მარილი
-
პილპილი
2 ულუფა პიურესთვის:
-
6 საშუალო ზომის კარტოფილი
-
2 ს/კ რძე
-
1 ს/კ ზეთი
-
პილპილი
-
მარილი
მომზადების წესი
კატლეტი:
-
ერთად მოვხარშოთ წიწიბურა და ბრინჯი მარილში
-
გავხეხოთ კარტოფილი და შვურიოთ გაციებულ მოხარშულ გრეჩიხასა და წიწიბურას
-
დავამატოთ კვერცხი, რომ კარგად შეიკრას
-
შევურიოთ ფქვილიც და კარგად ავურიოთ
-
მარილი და პილპილი გამოვნებით.
-
მივცეთ კატლეტის ფორმები ჩვენს მასას, ხელით გუნდებად გავაბრტყელოთ. მივიღებთ დაახლოებით 7-8 კატლეტს
-
შევწვათ კატლეტები
პიურე:
-
კარტოფილები დავჭრათ რომ ადვილად მოიხარშოს
-
მოვხარშოთ მარილთან ერთად
-
როდესაც მოიხარშება ცოტა გავაციოთ, შევურიოთ ზეთი, რძე, მარილი და პილპილი.
მივირთვათ ერთად კატლეტი და პიურე და არ დაგვავიწყდეს ჩვენი ტყემლის მიყოლებაც, რომელიც საოცრად უხდება