top of page
ბისკვიტი
თქვენ გჭირდებათ:
ბისკვიტი:
-
5 კვერცხი
-
5 ს/კ ფქვილი
-
5 ს/კ შაქარი
-
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
ბისკვიტის მომზადება:
-
ვაცალკევებთ კვერცხის ცილას და გულს.
-
ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი და შაქარი, ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. როცა ცილა გახდება თეთრი და უმოძრაო, ესეიგი მზადაა.
-
კვერცხის გული დავამატოთ და ავთქვიფოთ.
-
დავუმატოთ ნელანელა ფქვილი ხის კოვზით და ფრთხილად ვურიოთ, დაბლიდან ზემოთ, ნაზად რომ არ ჩაგვივარდეს მასა.
-
წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, ქვედა წვაზე, ცხიმწასმულ შესაფერის ჭურჭელში ჩასხმულ მასას ვდგამთ 170 გრადუსზე. ვაცხობთ 35-40 წუთს. მთავარია-არ გამოვაღოთ ამ დრომდე ღუმელი თორე ბისკვიტი ჩავარდება.
-
გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ.
bottom of page