top of page
ფეტუჩინე პომიდვრის სოუსით
თქვენ გჭირდებათ
-
ფეტუჩინეს რგოლები 6 ცალი
-
ქათმის თეთრი ხორცი 350 გრამი
-
ნაღები 2 ს/კ
-
პომიდორი 5 ცალი
-
ხახვი1 თავი
-
ნიორი 3 კბილი
-
ძირა
-
რეჰანი
-
შავი პილპილი
-
მარილი
მომზადების წესი
-
ხახვი და ნიორი ერთად მოვწვათ დაბალ ცეცხლზე
-
ცეცხლს ავუწევთ და დავუმატებთ ქათმის წვრილად დაჭრილ თეთრ ხორცს
-
პომიდორს კანს მოვაცლით და გავატარებთ წვენის საწურში
-
წვენის სახით გადავიტანთ ტაფაზე
-
დავუმატებთ ასევე ნაღებს რეჰანთან, მარილთან, პილპილთან და ძირასთან ერთად.
-
გაითვალისწინეთ, რომ პილპილი საკმაოდ ბევრი უნდა, რათა პომიდორის მოტკბო გემო გააბათილოს
-
ბოლო სტადიაზე მოხარშულ ფეტუჩინესაც დავუმატებთ, კარგად ავურევთ და კერძიც მზადაა