top of page
ფეტუჩინე ნაღების სოუსით
თქვენ გჭირდებათ
-
ფეტუჩინეს რგოლი 6 ცალი
-
ნაღები 8ს/კ
-
ქათმის თეთრი ხორცი 350 გრ
-
რძე 3 ს/კ
-
პიტნა
-
ძირა
-
შავი პილპილი
-
მარილი
-
თავი ხახვი
-
3 კბილი ნიორი
მომზადების წესი
-
დავჭრათ ქათმის თეთრი ხორცი წვრილ ნაჭრებად
-
მოვწვათ ნიორი და ხახვი ზეთში და როცა ოქროსფერი გახდება დავუმატოთ ქათმის ნაჭრები შესაწველად. მოვწვათ სანამ ისაც ოქროსფრად არ შეიღებება
-
დავუმატოთ ნაღები და პიტნა
-
ვაცადოთ მოშუშება და იმისთვის რომ ცოტა გავათხელოთ ვამატებთ რძეს
-
მიღებულ ქათმიან სოუსს ვუმატებთ მარილს, პილპილს, ძირას,
-
სჭირდება დაახლოებბით 10 წუთი რო მივიღოთ მზა სოუსი ქათმით.
-
ამავე ტაფაში გადმოვიტანთ მარილში მოხარშულ ფეტუჩინეს რგოლებს, ერთხელ წამოვადუღებთ და მზადაა