top of page
ხაჭოს დესერტი
თქვენ გჭირდებათ:
-
ჟოლო 400 გ
-
მოცვი 200გ
-
ხაჭო 800 გ
-
შაქარი 1 ჭიქა
-
წყალი 100 მლ
-
ჟელატინი 30 გ
-
ვანილი 10 გ
მომზადების წესი:
-
ჟელატინი დაალბეთ ცივ ანადუღარ წყალში იმდენი ხნით, რამდენიც მითითებული იქნება შეფუთვაზე.
-
ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი და ვანილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
-
წყალში დამბალი ჟელატინი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე ისე, რომ ჟელატინი კარგად გადნეს.
-
დაუმატეთ ხაჭოსა მასას და კვლავ კარგად დააბლენდერეთ.
-
მიღებული მასა ჩაასხით სასურველ ფორმაში.
-
დაუმატეთ ჟოლო, მოცვი და მსუბუქად მოვურიოთ.
-
მოათავსეთ მიღებული მასა მაცივარში რამდნიმე საათით, სანამ ხაჭოს მასა კარგად არ გამკვრივდება.
-
გემრიელად მიირთვით!