top of page
ჩინური ტორტი
თქვენ გჭირდებათ:
-
500 გრ ორცხობილა
-
200 გრ კარაქი
-
1 ქილა მოხარშული სგუშონი
-
ვანილი ან კონიაკი
-
მაყვალი
-
ვაშლი
-
2 კოვზი შაქარი
მომზადების წესი:
-
მოვამზადოთ კრემი: 200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ 1 ქილა მოხარშული სგუშონი, დავუმატოთ ვანილი და კონიაკი
-
მაყვალი დავჭყლიტოთ, ვაშლი დავჭრათ და მოვაყაროთ 2 კოვზი შაქარი.
-
ორცხობილა დავტეხოთ და გავაკეთოთ ფენები: ორცხობილა, კრემი, ხილი, ორცხობილა, კრემი, ხილი
-
დავაცადოთ ცოტა ხანი რომ გაუჯდეს ერთმანეთს კარგად, გავაფორმოთ გარედანაც ხილით და გემრიელად მივირთვათ
bottom of page