top of page

ტორტი მოზაიკა

DSCN0912.jpg

თქვენ გჭირდებათ:

ბისკვიტი:

  • კვერცხი – 6   

  •  სოდა– ½ ჩ/კ 

  • მწიკვი მარილი

  • შაქარი–6ს/კ   

  •  ვანილი– 1 ც   

  • ფქვილი– 6ს/კ

  • გამაფხვიერებელი–2 ჩ/კ

კრემი:

  • კვერცხის გული–2  შაქარი– 1ჭიქა

  • კარაქი–100 გ   

  • ფქვილი– 4ს/კ

  • რძე–0,5ლ    

  • ვანილი–1ც   

  • ნუტელა– 1ქილა

  • დანამვა

  • ყავა– 1ჩ/კ   

  • შაქარი– 3ჩ/კ

  • წყალი ადუღებული–1ჭიქა

  • ასევე ნებისმიერი ხილის წვენიც შეიძლება

მომზადების წესი:

   ბისკვიტი

  1. ვაცალკევებთ კვერცხის ცილას და გულს. 

  2. ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი და ნახევარი შაქარი, ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. როცა ცილა გახდება თეთრი და უმოძრაო, ესეიგი მზადაა.

  3. კვერცხის გული დანარჩენ შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავუმატთ ვანილი.

  4. მიღებული ორივე მასა ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ ნელანელა ფქვილი და ფრთხილად ვურიოთ კოვზით, დაბლიდან ზემოთ, ნაზად რომ არ ჩაგვივარდეს მასა.

  5. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, ცხიმწასმულ შესაფერის ჭურჭელში ჩასხმულ მასას ვდგამთ 180 გრადუსზე. ვაცხობთ 35-40 წუთს. მთავარია-არ გამოვაღოთ ამ დრომდე ღუმელი თორე ბისკვიტი ჩავარდება. 

  6. გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ

  კრემი

  1. კვერცხის გულს დავუმატოთ ნახევარი შაქარი და მოვურიოთ კარგად

  2. დანარჩენი შაქარი და ფქვილი ავურიოთ, დავუმატოთ მცირე ულუფებით რძე და გახსენით

  3. კვერცხის მასას დავუმატოთ რძიანი მასა, დავდგათ ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.

  4. ადუღებიდან 10-15 წუთის შემდეგ გადმოვდგათ კრემი და ვაცალოთ გაციება (გადავაფაროთ ზემოდან პარკი, რომ გაციებისას არ გამაგრდეს ზედაპირი)

  5. გაციებული კრემი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარგარინი ოთახის ტემპერატურის და ვანილი, ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

   გაციებული ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად, თითოეული დავნამოთ და  წავუსვათ შუაში კრემი, მოვრთოთ ბანანით. ზედაპირზე მოვასხათ ნუტელა და შეგვიძლია მოვალაგ​ოთ ორეოები ან ბანანები ისევ, სურვილისდამიხედვით. გავაჩეროთ ცოტა ხანი და გემრიელად მივირთვათ 👍🤗🍰

შეგვიფასეთ რეცეპტიძალიან არ მომეწონაარ მომეწონანორმალურიადამაკმაყოფილებელიაძალიან მომწონსშეგვიფასეთ რეცეპტი
bottom of page