ამერიკული ნამცხვარი
თქვენ გჭირდებათ
-
450გრ ფქვილი
-
1ს/კ მარილი
-
350 გრ ცივი კარაქი ან მარგარინი
-
150 მლ ცივი წყალი
-
400 გრ მოცვი ან სხვა ხილი სურვილისამებრ
მომზადების წესი
-
ფქვილი და მარილი ავურიოთ და სახეხით დავახეხოთ ცივი კარაქი, დავუმატოთ წყალი, მოვზილოთ რომ მივიღოთ ცომი.
-
ცომი გადავახვიოთ ცელოფანში, შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით. ამ ცომის შენახვა მაცივარში დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი.
-
ორი საათის შემდეგ გამოვიღოთ ცომი, გავყოთ ერთ დიდი და ერთ შედარებით პატარა ნაწილად.
-
გავაბრტყელოთ დიდი ნაწილი და შესაბამის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ,ჩავდოთ ცომში ხილი ფაფის კონსისტენციით, თუ ხილი სიტკბოთი არ გამოირჩევა ჯერ შაქარში უნდა ავურიოთ
-
ზემოდან გავაფრომებთ დარჩენილი მცირე ზომის ცომისგან, რომელსაც სიგრძეზე დავჭრით ან გამოვჭრით სხვადასხვა ფორმებს მისგან.
-
გამოვაცხობთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 35-40 წუთი.
-
ზემოდან ოქროსფერი ფერის მისაღებად წავუსვამთ კვერცხის გულს